მედია » სიახლეების არქივი

08.11.2013

​ა.წ. 2013 წლის 4 ნოემბრის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „პირველი სტუდიის“ ეთერში განხილული იყო ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული საკითხები.ხუდონის განმხორციელებელი კომპანია „ტრანს ელექტრიკა“ წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ გადაცემაში არ იყო მიწვეული არც ერთი ექსპერტი ... სრულად

11.12.2013 ლევან კალანდაძე: „თუ ხუდონჰესი არ ავაშენეთ, ათ წელიწადში მთელ საქართველოს სიბნელეში მოუწევს ყოფნა“

 

ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის" (სიპი) ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ გააკეთა.  სრულად

 

11.12.13 გიორგი თავდგირიძის შეფასებით, ქვეყნის სიძლიერე ხუდონის მსგავს პროექტებზე დგას

 

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ხუდონჰესის მშენებლობა შეიძლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი რღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი აღმოჩნდეს". სრულად

 

14.12.2013 და­ვით მირ­ცხუ­ლა­ვა: „ხუ­დონ­ჰეს­ზე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დარ­ჩე­ბა“

გაზეთი 24 საათი

ხუ­დონ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მა იყო და ახ­ლო მო­მა­ვალ­შიც დარ­ჩე­ბა.და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რი, რო­მე­ლიც ენ­გუ­რის ზე­და ბი­ეფ­ში უნ­და აშენ­დეს. ჰე­სის პა­რა­მეტ­რე­ბი მარ­თ­ლა შთამ­ბეჭ­და­ვია: 702 მე­გა­ვა­ტი დად­გ­მუ­ლი სიმ­ძ­ლავ­რე, მი­ლი­არდ ხუ­თა­სი მი­ლი­ო­ნი კვტ.სთ გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, მშე­ნებ­ლო­ბის ექ­ვ­სი წლის მან­ძილ­ზე ერ­თ­დ­რო­უ­ლად 4000 ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად ხელს შე­უწყობს რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას.  სრულად

16.01.2014 ხუდონჰესი მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებების შემდეგ მაინც აშენდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხუდონჰესთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ შეკითხვები, ამ საკითხთან დაკავშირებით, არცერთ მხარეს არ უნდა დარჩეს. "მე ვიყავი ჩასული მესტიაში, სადაც შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას და ვთქვი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ, სახელმწიფომ უნდა შევასრულოთ ისეთი როლი, რომ არცერთი მხარე დაზარალებული არ დარჩეს. არც ინვესტორი, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი, და ასევე ძალიან ძვირფასია ჩვენთვის ჩვენი ბუნება, მოსახლეობა და მოქალაქეები. სრულად

26.03.2014 ხუდონის პროექტის განმხორციელებელი კომპანიის “ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” ინვესტორები მოჰინდერ ვერმა და ბუპენდრა კანსაგრა მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მე 60 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის მფლობელი ვარ. ამ 60 წლის განმავლობაში 30-მდე ნაგებობის მშენებლობა გვაქვს განხორციელებული. როდესაც ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიცოდით რასაც ვეჭიდებოდით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პროექტის განხორციელებას ყველა სტანდარტის დაცვით შევძლებთ. აქვე გეტყვით, რომ ხუდონჰესის პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება, სწორედ ამიტომ, ჩატარებულ კვლევებში უამრავ საერთაშორისო და ცნობილ ორგანიზაციას აქვს მონაწილეობა მიღებული”,- განაცხადა მოჰინდერ ვერმამ. ”როგორც კი მშენებლობის ნებართვა გვექნება, სერიოზულ და ცნობილ ინვესტორებს მოვიზიდავთ, ამისთვის საკმარისად გვაქვს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური რესურსი. აქვე გეტყვით, რომ ხუდონჰესზე გაცილებით დიდი მასშტაბის პროექტები გაგვიხორციელებია და ძალიან დიდი წარმატებით”, – აღნიშნავს ბუპენდრა კანსაგრა. სრულად

 

 

 

 

 

 

Address: თბილისი, ჩიტაძის ქ. 11, ოფისი # 10. 0114 Tel/Fax +995 32 225 88 68 E-mail: info@transelectrica.ge