ხუდონის პროექტი » მაკრო-ეკონომიკური ეფექტები

აღსანიშნავია ხუდონჰესის მშენებლობის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხში. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ეკონომიკური სტაბილურობიდან გამომდინარე, სწრაფად იზრდება ელექტროენერგიაზე შიდა მოხმარების მოთხოვნა. ამასთან, მსოფლიოში ენერგო-დეფიციტის მაღალი ტემპით ზრდის გამო წამყვანი ქვეყნები შიდა დეფიციტის შევსებას ცდილობენ ენერგიის მეზობლებისგან იმპორტის საშუალებით.

 

საქართველოს გააჩნია ჰიდროენერგიის გამომუშავების ძალზე მაღალი პოტენციალი და დღეისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური ინვესტორების ყველაზე დიდი აქტიურობაც სწორედ ჰიდროენერგეტიკაში შეინიშნება. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ შესაძლებელი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემაში დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდება და როგორც შიდა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ასევე ენერგიის იმპორტის გაზრდა მეზობელ ქვეყნებში;

 

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება შეადგენს, მშენებლობის დროს გაწეული ფინანსური ხარჯების ჩათვლით, 1,125 მილიარდ აშშ დოლარს. ამ ინვესტიციის ეფექტი მთლიან შიდა პროდუქტზე უმნიშვნელოვანესია. მშენებლობის 6 წლის განმავლობაში ყოველწლიური 200 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებისას მშპ-ს ზრდის მაჩვენებელს (1 მილიარდი უცხოური ინვესტიციის შემთხვევაში, ყოველწლიური ზრდა 5,5% შეადგენს) დამატებით 1,1% ით გაზრდის.

 

საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხუდონი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ოთხი თვის (ზამთრის თვეები) განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე ფიქსირებულ ფასად 5,84 აშშ ცენტად გაიყიდება და უკვე ექსპლუატაციის პირველივე წლიდან (2018) ჩაანაცვლებს დაახლოებით 13,4 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების იმპორტირებულ ენერგიას. ადგილობრივ ბაზარზე ხუდონჰესი გაყიდის წელიწადში 7,8 მლნ. აშშ დოლარის ელექტროენერგიას.

ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ხუდონის ჰიდროელექტროსადგური ელექტროენერგიის, როგორც შიდა ასევე გარე ბაზრებზე, რაეალიზაციდან ყოველწლიურად მიიღებს 240 მლნ. ლარს და თუ დავუშვებთ მშპ-ს ყოველწლიურ 4% -იან ზრდას, ხუდონის შემოსავლები ამ ციფრს ყოველწლიურად 0,7 %- ს დაუმატებს.

 

ამას დაემატება ენგურჰესის და ვარდნილ ჰესზე ხუდონ ჰესის აგების ეფექტით დამატებით ყოველწლიურად გამომუშავებული მინიმუმ 300 მილ.კვტ.სთ ელექტროენერგია. საბოლოო ეკონომია ექსპლუატაციის პირველი 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 320 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

 

აღსანიშნავია, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის საექსპორტო ელექტროენერგიის რესურსი. შესაბამისად გაიზრდება ელექტროენერგიის ტრანსპორტირებით მიღებული შემოსავალი; ჯამში ეს რესურსი, ენგურჰესზე და ვარდნილ ჰესზე დამატებითი რესურსის წარმოშობის გათვალისწინებით, შეადგენს დაახლოეებით 1,6 მილიარდ კვტსთმდე. აქედან გამომდინარე ადგილობრივი კომპანიები ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისაგან პირველი 10 წლის განმავლობაში მიღებენ დამატებით 19 მილიონ ლარს.

 

მშენებლობის აქტიურ ფაზაში იგეგმება 4000 ადამიანის დასაქმება და ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად საშემოსავლო გადასახადის სახით დაახლოებით 20 მილიონი ლარის შესვლა. სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, დასაქმებული იქნება 250-300 ადამიანი და საშემოსავლო გადასახადი ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 1-1,5 მილიონი ლარი იქნება. ექსპლუატაციის პირველი 2 წლის განმავლობაში მოგების გადასახადი არ გადაიხდება.

 

ადგილობრივი გადასახადების სახით ბიუჯეტში შევა მნიშვნელოვანი თანხები (ქონების გადასახადი, რაც ჰესის საბალანსო ღირებულების 1%-ს შეადგენს). ყოველწლიურად ქონებისა და მოგების გადასახადის სახით ქვეყნის ბიუჯეტში დაახლოებით 24 მილიონ ლარამდე შევა. გარდა ამისა, მშენებლობის დასრულების შემდეგ ქონების გადასახადის 1%-იანი განაკვეთის პირობებში, ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად გათვალისწინებულია 11,7 მილიონი ლარის გადახდა. მოგების გადასახადი  ექსპლოატაციის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ წლების მიხედვით გაიზრდება  11.55 მლნ. ლარიდან -  66 მლნ ლარამდე და 20 წლის განმავლობაში ჯამურად შეადგენს 675 მლნ. ლარს

 

ხუდონჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ წელიწადში 70-80 მლნ. აშშ დოლარით გაიზრდება მდ. ენგურით გამომუშავებული ელექტროენერგიით მიღებული შემოსავალი;

 

მნიშვნელოვნად შემცირდება ქვეყნიდან მრავალმილიონიანი თანხების გადინება ელექტროენერგიის იმპორტის შემცირების ხარჯზე;

 

რეგიონში გაიზრდება ეკონომიკური საქმიანობა და ფინანსების შედინება;

 

ხუდონჰესით გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარებით (მოსახლეობა, სხვადასხვა სახის საწარმოები და ა.შ.) გაიზრდება დახარჯული ენერგიიდან მიღებული გადასახადების მოცულობა და შესაბამისად – შემოსავლები სახელმწიფოში.

 

Address: თბილისი, ჩიტაძის ქ. 11, ოფისი # 10. 0114 Tel/Fax +995 32 225 88 68 E-mail: info@transelectrica.ge