ხუდონის პროექტი » პროექტის მიმდინარეობა

მსოფლიო ბანკის რეიტინგების მიხედვით ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მსოფლიოს 100 ინფრასტრუქტურულ მეგაპროექტებს შორის ერთ ერთი პერსპექტიული იყო.

 

საქართველოს მზარდი მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე, მნიშვნელოვანი სოციალური ინფრასტრუქტურა, ბიზნესზე ორიენტირებული კანონმდებლობა და გენერაციის კომპონენტში დერეგულირებული ენერგეტიკული სექტორი ჰიდროენერგიის წარმოებაში ინვესტიციების  განხორციელებას მიმზიდველს ხდის.

 

 

 

საქართველოში არსებული უზარმაზარი ჰიდრორესურსები აუთვისებელია, მხოლოდ 18%-ია  გამოყენებული, ამასთანავე შიდა ბაზარზე  ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მაჩვენებლები და მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის განხორციელების  პოტენციალი აჩენს დამატებით პერსპექტივებს.

 

ინვესტორმა კომპანიამ  განხორციელა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევები და 2010 წლის დეკემბერში წარუდგინა საქართველოს მთავრობას, რის საფუძველზეც 2011 წლის 28 აპრილს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Trans Electrica“ - ს შორის პროექტის განხორციელების შესახებ.

 

მას შემდეგ ინვესტორმა კომპანიამ ჩაატარა  პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევები, კონსულტანტების დახმარებით მსოფლიოში აღიარებულ კომპანიებთან ერთად   ჩაატარა კაშხლის ფუძის გეოლოგიური და  გეოფიზიკური კვლევები, ბურღვითი სამუშაოები, ამოღებულ იქნა კერნები, ცემენტაცია, ლუგეონის ტესტი  და ლაბორატორიული ტესტები,  შეიმუშავა  წინა სამშენებლო საპროექტო მოსამზადებელი სამუშაოების გეგმა, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება და განსახლების გეგმის პირველი ფაზა.

Address: თბილისი, ჩიტაძის ქ. 11, ოფისი # 10. 0114 Tel/Fax +995 32 225 88 68 E-mail: info@transelectrica.ge