ხუდონის პროექტი » მიმოხილვა

​ჰიდროენერგია, როგორც ყველაზე სუფთა, ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო - ენერგიის წყარო - მიჩნეულია იდეალურ განახლებად საწვავად.

 

ჩვენი გუნდის წევრებს გააჩნიათ მაღალი დონის კვალიფიკაცია ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის 50 წლიანი გამოცდილებით, როგორც ინდოეთში, ასევე ახლო აღმოსავლეთში.

საქართველოში ხუდონის 702 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არის პირველი პროექტი, რომელსაც კომპანია ახორციელებს ამ რეგიონში. ხელშეკრულებას პროექტის განხორციელებაზე და ელექტროენერგიის შესყიდვაზე ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას- ენერგეტიკის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და კომერციულ ოპერატორს შორის.

 

საქართველო მდიდარია ჰიდრო-ენერგო პოტენციალით. რომელიც წარმოადგეს უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას ამ სექტორში. მდინარე ენგურის ჰიდრო რესურსი შეესაბამება 3530 მვტ სიმძლავრულ ენერგიას, რომლის წარმოების პოტენციალი აღწევს 10,3 მილიარდ კვტ/სთ-ს, საიდანაც 5,5 მილიარდი კვტ/სთ. უკვე ათვისებულია ენგური-ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მეშევეობით. ჩვენ დიდად ვაფასებთ მდინარე ენგურის ჰიდროპოტენციალს, როგორც ფასდაუდებელ ბუნებრივ რესურსს. სწორედ ამიტომ ჩვენი უმთვრესი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ და გავაძლიეროთ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიმდებარე გარემო და შევუნარჩუნოთ ადგილობრივი კლიმატი.

 

ხუდონ ჰესის პროექტი მდებარეობს მდინარე ენგურის ზედა ნაწილში ენგურის ჰიდრო ელექტროსადგურის კაშხლიდან 34 კმ დაშორებით. პროექტი მოიცავს თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის, წყალსაგდებების, წყალმიმღებებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას, დადგმული სიმძლავრეა 702 მვტ, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავებით 1,5 მლრდ. კვტ/სთ.

 

 

ხუდონჰესის პროექტი ყველაზე პრესტიჟული პროექტია კავკასიის რეგიონში, რომელიც უზარმაზარ ინვესტიციებს საჭიროებს და დღემდე საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უდიდეს დაგეგმილ კერძო კაპიტალდაბანდებას წარმოადგენს, ჯამური ინვესტიციის ოდენობით 1,2 მილიარდ აშშ დოლარი.

Address: თბილისი, ჩიტაძის ქ. 11, ოფისი # 10. 0114 Tel/Fax +995 32 225 88 68 E-mail: info@transelectrica.ge