ჩვენ შესახებ » განსახლება და კომპენსაცია

წინასწარი აღწერა და კვლევა ჩატარებულია კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“-ს მიერ 2012 წელს. წინასწარი კვლევის საფუძველზე, დაახლოებით 200 ოჯახს (800 ადამიანი) მოუწევს განსახლება შემდეგი დასახლებულ პუნქტებიდან: ხაიში, გაღმახაიში, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ლაჯრა, ტობარი და ლალხორალი. ზემოქმედების ქვეშ ექცევა ხაიშის ტერიტორიაზე არსებული წმინდა გიორგის ეკლესია და საფლავები, ასევე სხვადასხვა კომუნალური ინფრასტრუქტურა.

 

კომპენსაციის რა ზომებს ითვალისწინებს კომპანია?

 

2012 წელს ჩატარებულმა წინასწარმა კონსულტაციებმა ცხადყო, რომ მოსახლეობის უმეტესობა დაინტერესებულია, მიიღოს კომპენსაცია ნაღდი ფულის სახით და საცხოვრებლად გადავიდეს მათ მიერ შერჩეულ ადგილზე. კომპენსაცია მიწაზე, შენობა-ნაგებობებსა და ხეებზე გაიცემა მათი აღდგენითი ღირებულებით, როგორც აღნიშნულს ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტები.

კომპანია მზადაა, განიხილოს განსახლების უბნის განვითარების შესაძლებლობა და მოსახლეობას შესთავაზოს ნაღდი ფულისა და ნატურით კომპენსაციის სხვადასხვა კომბინაცია.

 

კომპანია ”ტრანს ელექტრიკა ჯორჯია” თავის კონტრაქტორებთან ერთად  განსახლებისა და კონპენსაციის მეორე ფაზის გეგმის შემუშავების დროს იმოქმედებს გარემოსა და განსახლებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის, არსებული რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.  განსახლების საერთაშორისო (მსოფლიო ბანკის) პოლიტიკის მოთხოვნებით განსაზღვრულია შემდეგი:

 

 

ზემოქმედების ქვეშ არსებული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი არ უნდა გაუარესდეს, პირიქით  გაუმჯობესდება;

 

 

კომპენსაციისა და განსახლების პროგრამის შემუშავება მოხდება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან კონსულტაციების მეშვეობით;

 

 

მიწის გამოსყიდვა განხორციელდება მოლაპარაკებების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების გზით, სადაც ეს შესაძლებელი იქნება;

 

 

ყველა სახის კომპენსაციის შეფასება მოხდება სანაცვლო ღირებულებით;

 

 

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოწყვლად ადამიანებს;

 

 

შემუშავდება საჩივრების მექანიზმი.

 

 

კომპანიის მიზანია, რომ მაქსიმალურად გამჭირვალედ და საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკის შესაბამისად შევიმუშავოთ და დავგეგმოთ განსახლებისა და კონპენსაციის სამოქმედო გეგმები. ამისათვის უცხოელი ექსპერტები იმუშავებენ უშუალოდ ხუდონჰესის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოსახლეობასთან და ჩაატარებენ სოციოლოგიური კვლევებს, მოსახლეობის აღწერასა და მიწების რეინვენტარიზაციას. აღნიშნული პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ანუ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია როგორც პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის, ასევე მოსახლეობისათვის. 

 

Address: თბილისი, ჩიტაძის ქ. 11, ოფისი # 10. 0114 Tel/Fax +995 32 225 88 68 E-mail: info@transelectrica.ge