ჩვენ შესახებ » სოციალური პასუხისმგებლობა

”ტრანს ელექტრიკა ჯორჯია” დიდად აფასებს მდინარე ენგურისა და მის შემოგარენში არსებულ ბუნებრივ გარემოს, როგორც ფასდაუდებელ ბუნებრივ რესურს და აცნობიერებს რა მის მნიშვნელობას მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაიცვას არსებული გარემო და შეამციროს ზემოქმედება პროექტის განხორციელების დროს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.


გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში განხილულ იქნა პროექტის შესაძლო ზემოქმედება და რისკები ფიზიკური, ბიოლოგიური და სოციალური გარემოს სხვადასხვა კომპონენტზე. პერმანენტულად იმართება კონსულტაციები ადგილობრივ და საერთაშორისო გარემოსდაცვით  ორგანიზაციებთან, შესაბამის სამინისტროებთან, სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნეს სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საპატრიარქოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

 

 

კონსულტაციებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა  პროექტის ზემოქმედების არელისთვის ეფექტური შემარბილებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა, რომელიც ინოვაციური შერბილების პროგრამების განხორციელებით, მაქსიმალურად დაიცავს სვანეთის გარემოს.

Address: თბილისი, ჩიტაძის ქ. 11, ოფისი # 10. 0114 Tel/Fax +995 32 225 88 68 E-mail: info@transelectrica.ge